Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეალმა მილანს სებალოსის ფასი შეუთვალა

მილანი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აქტიურად აგრძელებს და მათი ერთ-ერთი სამიზნე რეალის დანი სებალოსი გახლავთ.

სებალოსმა მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 503 წუთი გაატარა, რის გამოც მას ზაფხულში ბლანკოსის რიგების დატოვება სურს და გამოცემა Relovo-ს ინფორმაციით, მილანი მისი ერთ-ერთი მსურველი გახლავთ.

წყაროს ცნობით, რეალი 27 წლის ესპანელის სანაცვლოდ დაახლოებით 9-10 მილიონ ევროს ითხოვს.