რეკორდები, რომლებიც ნაპოლიმ მიმდინარე სეზონში დაამყარა…
ნაპოლიმ სერია ა-ში სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, ისტორიაში მე-3 სკუდეტო მოიპოვა და პროცესში არაერთი გამორჩეული შედეგი დააფიქსირა.
ნაპოლი 1952-53 წლების შემდეგ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონობა მოიპოვა ისე, რომ გუნდის შემადგენლობაში მწვრთნელს და არც ერთ ფეხბურთელს აქამდე სკუდეტო მოგებული არ ჰქონდათ, აქამდე იგივეს გაკეთება ინტერმა შეძლო.
ლუჩიანო სპალეტი გახდა ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი, რომელმაც სკუდეტო მოიპოვა. სპალეტიმ ეს 64 წლისა და 58 დღის ასაკში შეძლო, აქამდე რეკორდი მაურიციო სარის ეკუთვნოდა, რომელმაც 2019-20 წლებში ტიტული იუვენტუსთან ერთად, 61 წლისა და 203 დღისამ მოიგო.
სერია ა-ს ისტორიაში პირველად, იტალიის ჩემპიონის ტიტული მიიღეს სამხრეთ კორეელმა (კიმ მინ-ჯე) მექსიკელმა (ირვინგ ლოსანო) და კოსოვოელმა (ამირ რაჰმანი).
ნაპოლის რიგებში ერთადერთი ადგილობრივი ფეხბურთელი ჯანლუკა გაეტანო გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 37 წუთი ჩაატარა და ეს 1957-58 წლების შემდეგ ნაპოლის რიგებში ჩატარებული წუთების მხრივ ადგილობრივი ფეხბურთელების მხრიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.