Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რეტეგის ტრანსფერში ინტერი დაწინაურდა

იტალიური წყაროების ცნობით, ინტერი მატეო რეტეგის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოს არის.

23 წლის ფორვარდის მიმართ, რომელსაც იტალიის ნაკრებში დებიუტი ახლახანს ჰქონდა, ინტერესს არაერთი იტალიური გუნდი იჩენდა, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, მათ შორის ყველაზე მეტად ინტერი აქტიურობს.

წყაროს ცნობით, ტიგრე რეტეგის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვს და ბენეამატა ამ თანხის გადახდის წინააღმდეგი არ არის.