Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

RMC: იუვენტუსმა ლიონს აუარის ტრანსფერზე მიმართა…

RMC Sport -ის მტკიცებით, ბიანკონერიმ ლიონის ნახევარმცველის, ჰუსემ აუარის ტრანსფერზე ლიონს კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა მისი ტურინში გადაბარგება ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პრაქტიკულად გამორიცხულია.

ტურინელებმა ტრანსფერში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვა სცადეს, თუმცა ფრანგები 22 წლის ფეხბურთელს მხოლოდ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისებენ, რაც იუვეს ბიუჯეტს ამ ეტაპზე აღემატება.