Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

RMC Sport: დონარუმასა და პსჟ-ს შორის შეთანხმება არ არსებობს

უკვე რამდენიმე საათია დონარუმას პსჟ-ში ტრანსფერი რამდენიმე გავლენიანმა და სანდო წყარომ დაადასტურა და ჯანლუკა დი მარციო იმასაც ამბობდა, რომ იტალიელი კიპერი პარიზულ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს 48 საათში გააფორმებდა.

თუმცა, ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის ჟურნალისტის ლიოჩ ტანზის ინფორმაციით, პსჟ-ს და დონარუმას შორის ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს და იტალიელი კიპერის მომავალი გადაწყვეტილი არ არის…