რომა ბრაზილიელი ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს
რომა სანტოსის 20 წლის ფეხბურთელის მარკოს ლეონარდოს ტრანსფერით ინტერესდება და ბრაზილიელებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.
ახალგაზრდა ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახლავთ, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სანტოსი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
წყაროს ცნობით, რომას ლეონარდოს ტრანსფერში კონკურენციას სპორტინგი გაუწევს, თუმცა პორტუგალიელები მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20 მილიონის გადახდას არ აპირებენ.