Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და იუვენტუსი დე ხეას ტრანსფერით ინტერესდებიან

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ცნობით, რომა და იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის კიპერის დავიდ დე ხეას ტრანსფერით ინტერესდებიან.

32 წლის კარის დარაჯის მიმდინარე კონტრაქტი წითელ ეშმაკებთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ, ამიტომ იტალიელებს ფეხბურთელის უფასოდ დამატების იმედი აქვთ.

წყაროს ცნობით, იტალიელებს კონკურენციას რამდენიმე ინგლისური და ესპანური გუნდი გაუწევს.