Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა და მილანი ჯენოას მცველით ინტერესდებიან

იტალიური მედიის ცნობით, რომა და მილანი ჯენოას ცენტრალური მცველის რადუ დრაგუშინის გაფორმებას ეცდებიან.

ჯალოროსი ვეტერანი კრის სმოლინგის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც ხშირი ტრავმების გამო გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს, მილანი კი თავის მხრივ 21 წლის ფეხბურთელით სიმონ კიაერის ჩანაცვლებას გეგმავს, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერი მას ახალ ხელშეკრულებას აღარ შესთავაზებს.

SportMediaset-ის ცნობით, ჯენოა იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელშიც 5.5 მილიონი გადაიხადა, მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს.