რომა და ნაპოლი ჯენოას ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ
იტალიური მედიის ცნობით, რომა და ნაპოლი ჯენოას გარემარბის ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერით ინტერესდებიან.
26 წლის ისლანდიელმა ფეხბურთელმა გენუურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე ახლახანს გაახანგრძლივა, თუმცა მის მიმართ არსებული ინტერესის ფონზე, გუდმუნდსონი ჯენოას დიდი ალბათობით მომდევნო თვეებში დატოვებს.
SportItalia-ს ცნობით, ჯენოა ისლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს.