Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა იანვარში მინიმუმ ერთ მცველს გაიფორმებს

კრის სმოლინგის სიტუაციის ფონზე, რომა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მინიმუმ ერთი მცველის გაფორმებას გეგმავს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რომას პრიორიტეტი ტოტენჰემის თავკაცი ერიკ დაიერია, რომლის გაფორმება ჯალოროსის 6-თვიანი იჯარით სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

წყაროს ცნობით, დაიერის ალტერნატივად იტალიელები ზალცბურგის უმარ სოლეტს და ჩელსის ტრევო ჩალობას მოიაზრებს.