Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას იანვარში სმოლინგის გაშვება უნდა…

იტალიური მედიის ცნობით, რომა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინგლისელი მცველის კრის სმოლინგის გასხვისებას ეცდება.

33 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ჟოზე მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ, თუმცა მიმდინარე სეზონში ინგლისელი უკანახაზელი ტრავმების გამო გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს.

სმოლინგმა მიმდინარე სეზონში მოედანზე საერთო ჯამში 245 წუთი გაატარა, რითიც გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და იანვარში მცველის გაფორმებას გეგმავს, ამისთვის კი პირველ რიგში გუნდს ინგლისელის გასხვისება მოუწევს.