Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა კამადას ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აინტრახტის ნახევარმცველის დაიჩი კამადას გაფორმებას ეცდება.

იაპონელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გერმანელებთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი გაფორმება ზაფხულში სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი.

Il Messaggero-ს ცნობით, რომა ფეხბურთელის გაფორმების ერთ-ერთი კანდიდატი იქნება, თუმცა ჯალოროსის საკმაოდ დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.