რომა ლევერკუზენის ფორვარდის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის
დუვან საპატას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, რომელიც დიდი ალბათობით ატალანტაში დარჩება, რომა ლევერკუზენის შემტევის სერდარ აზმუნის ტრანსფერზე გააქტიურდა და ფეხბურთელის გაფორმება უახლოეს საათებში სურს.
ჯალოროსიმ ჩელსიდან რომელუ ლუკაკუს იჯარით გაფორმება სცადა, თუმცა ლონდონელებისგან უარი მიიღო, რის შემდეგაც ირანელი ფორვარდის ტრანსფერზე გადაერთო.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომას 28 წლის ფორვარდის გაფორმება დაახლოებით 15-16 მილიონი დაუჯდება.