Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა მაისურის სპონსორის ძიებას აგრძელებს

რომა DigitalBits-ის შემცვლელის ძიებაშია და მოლაპარაკებებს 3 კომპანიასთან აწარმოებს.

Il Tempo-ს ინფორმაციით, პირველი მათგანი მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია Ferrarelle-ა, მეორე ყავის ცნობილი კომპანია Lavazza, მესამე კი Qatar Airways-ი გახლავთ.

წყაროს ცნობით, რომას იმედი აქვს, რომ მაისურის მთავარი სპონსორისგან მომდევნო სეზონში გუნდი დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.