Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა მილიკის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ცნობით, რომა იუვენტუსის ფორვარდის არკადიუშ მილიკის ტრანსფერით ინტერესდება.

ჯალოროსის რიგებს ზაფხულში დიდი ალბათობით რომელუ ლუკაკუ დატოვებს, რადგან იტალიეელბი მის გამოსასყიდად 40 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.

გუნდის ძირითადი ფორვარდი ტემი აბრაჰამი გახდება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და უახლოეს პერიოდში მოედანზე გამოჩნდება, თუმცა რომას სათადარიგო შემტევი სჭირდება.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, იუვენტუსი პოლონელი ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 7-8 მილიონს ითხოვს.