Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა მოურინიოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მიმდინარე სეზონში არასტაბილური თამაშის მიუხედავად, რომა პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის და მასთან უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

პორტუგალიელი სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და მას მსურველები როგორც ევროპაში, ასევე არაბეთში მრავლად ჰყავს, Il Tempo-ს ცნობით კი ჟოზეს შენარჩნებისთვის რომაც იბრძოლებს.

წყაროს ცნობით, ჯალოროსის რიგებში დარჩენის წინააღმდეგი არც თავად პორტუგალიელია, თუ გუნდის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობისა და გუნდის გაძლიეების გარანტიებს მისცემს.