რომა მოურინიოს პოტენციურ შემცვლელებს ეძებს…
იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა ჟოზე მოურინიოს პოტენციური შემცვლელების ძიებას უკვე შეუდგა.
პორტუგალიელ სპეციალისტს ბოლო პერიოდში პსჟ-ს აქტიურად უკავშრებენ და Il Messaggero-ს ცნობით, ტიაგუ პინტუ ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგა, თუმცა ჯერჯერობით ჟოზეს გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი არ არის.
წყაროს ცნობით, თუ პორტუგალიელი რომას რიგებს დატოვებს, ჯალოროსი ბოლონიადან ტიაგო მოტას, ბენფიკადან როჯერ შმიდტის ან სპორტინგის რუბენ ამორიმის გადმობირებას ეცდება.