რომა ნდიკას აგენტს შეხვდა
რომა აინტრახტის ფეხბურთელის ევან ნდიკას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და გუნდის წარმომადგენლები გუშინ მის აგენტს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.
ნდიკას მიმდინარე კონტრაქტი აინტრახტთან სეზონის ბოლოს იწურება და ჯალოროსის მისი უფასოდ გაფორმების იმედი აქვს.
ნდიკას აგენტმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, რომელიც რომასთან შეხვედრის შემდეგ არის გადაღებული და მან ამით დაადასტურა, რომ ჯალოროსი მისი კლიენტით მართლაც ინტერესდება.