Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა პატრისიუს შემცვლელის ძიებას აქტიურად აგრძელებს

იტალიური მედიის ინფორამციით, რომა რუი პატრისიუს თამაშით სეზონის სტარტზე უკმაყოფილოა და მისი შემცვლელის ძებნას აქტიურად აგრძელებს.

35 წლის კიპერის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან სეზონის ბოლოს იწურება და ჯალოროსი ვეტერანი ფეხბურთელისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას აღარ აპირებს.

Il Messaggero-ს ცნობით, რომას პრიორიტეტული სამიზნე უნიონ ბერლინის კარის დარაჯი ფრედერიკ რონოუ იქნება, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გერმანელებთან სეზონის ბოლოს ეწურება.