Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა რაფას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რომა ბენფიკას ფეხბურთელის რაფა სილვას წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზაფხულში ფეხბურთელის გაფორმებას გეგმავს.

30 წლის პორტუგალიელის მიმდიანრე კონტრაქტი ბენფიკასთან სეზონის ბოლოს იწურება და ჯალოროსის მისი უფასოდ დამატება შეეძლება.

სილვას აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 50 მატჩში 20 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა. მის ტრანსფერში რომას კონკურენციას რამდენიმე ინგლისური და ესპანური გუნდი უწევს.