Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა სვილარის ახალ კონტრქტზე აქტიურად მუშაობს

რომას კიპერი მილე სვილარი დანიელე დე როსის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა და ჯალოროსის მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

SportItalia-ს ცნობით, 24 წლის სერბის კარგი თამაში არც ინგლისურ გუნდებს გამოპარვიათ და მის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, თუმცა სვილარის გაყიდვა რომას გეგმებში არ შედის.

ახალგაზრდა კიპერის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, გუნდს მისი ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გაგრძელება და ფეხბურთელის ხელფასის 1.8 მილიონ ევრომდე გაზრდა სურს.