რომა ტილემანსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
როგორც ჩანს, რომას ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს შესანარჩუნებლად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს და ჯალოროსი არაერთი ფეხბურთელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
SportItalia-ს ცნობით, რომას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ლესტერის იური ტილემანსი გახლავთ, რომელსაც მელიებთან კონტრაქტი რამდენიმე დღეში ეწურება და მისი გაფორმება გუნდს სრულიად უფასოდ შეეძლება, თუმცა რომას კონკურენციას არსენალი და ნიუკასლი გაუწევენ.
შეგახსენებთ, რომ რომა თავისუფალი აგენტის სტატუსით ჰუსემ აუარსა და ევან ნდიკას ტრანსფერებთან არის ახლოს.