Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ტრაპზონსპორის კარის დარაჯით ინტერესდება

რომას ვეტერანი კარის დარაჯი რუი პატრისიუ გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ჯალოროსის კი მისი შემცვლელის ძიება უკვე დაწყებული აქვს.

Il Tempo-ს ინფორმაციით, ჯალოროსი ტრაპზონსპორის კარის დარაჯის უგურჩან ჩაკირის ტრანსფერით ინტერესდება

27 წლის ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია რომას სატრანსფერო სიაში იმყოფება და წყაროს ცნობით, ჯალოროსის თურქი კიპერი პატრისიუს შეცვლის პრიორიტეტულ კანდიდატად მიაჩნია. მისი გაფორმება იტალიელებს დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ.