რომამ დაცვის გასაძლიერებლად 4-კაციანი სია შეადგინა…
კრის სმოლინგის გაუთავებელი ტრავმების გამო, რასაც ევან ნ’დიკას აფრიკის თასზე გამგზავრებაც ემატება, რომა იანვარში ცენტრალური მცველის გაძლიერებას გეგმავს და პოტენციური კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რომას პრიორიტეტული სამიზნე ტოტენჰემის ერიკ დაიერია, რომლის გაფორმებას ჯალოროსი 6-თვიანი იჯარით ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
დაიერის ალტერნატივად ჯალოროსი ტრევო ჩალობას, მალანგ სარსა და რადუ დრაგუშინს მოიაზრებს, თუმცა მოურინიოს გუნდში სწორედ ტოტენჰემის უკანახაზელის ხილვა სურს.