რომამ დიბალასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა…
იტალიური მედიის ინფორმაციით, რომასა და პაულო დიბალას შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია.
არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ჯალოროსის მისი ხელშეკრულების 2027 წლამდე გახანგრძლივება სურდა, თუმცა პაულოს ხშირი ტრავმიანობის გამო, გუნდის ხელმძღვანელობამ პაუზის აღება გადაწყვიტა.
Il Messaggero-ს ცნობით, თუ სეზონის ბოლომდე დიბალას ფიზიკური პრობლემები გაგრძელდა, ჯალოროსი დიდი ალბათობით მას ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს…