რომამ ვეინალდუმის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
რომას ნახევარმცველი ჯინი ვეინალდუმი სპეციასთან მატჩში ჯალოროსის მაისურით ბოლო შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც ის პსჟ-ს რიგებში დაბრუნდება.
ნიდერლანდელი ფეხბურთელის რომაული თავგადასავალი ტრავმებისა და ცუდი ფორმის ფონზე არც თუ ისე პოზიტიურად წარიმართა, ამიტომ ჯალოროსი მის გამოსყიდვას არ აპირებს.
დანიელე ლონგოს ინფორმაციით, არ აქვს მნიშვნელობა, დარჩება თუ არა ჟოზე მოურინიო რომაში, ვეინალდუმის გუნდიდან წასვლა უკვე საბოლოოდ გადაწყდა.