Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომანიოლი:“ მილანში შესანიშნავი პერიოდი გავატრე, თუმცა ლაციოში თამაში ყოველთვის ჩემი მიზანი იყო“

ლაციოს ცენტრალურმა მცველმა ალესიო რომანიოლიმ მილანში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიანკოჩელესტის რიგებში თამაში მისი ბავშვობის ოცნება გახლდათ.

„მილანში გატარებული პერიოდი ? როსონერის რიგებში მე ძალიან კარგი, პოზიტიური წლები გავატარე და მქონდა პატივი, ამ შესანიშნავი გუნდის კაპიტნის სამკლაური მეტარებინა. კითხვა, თუ რატომ არ გავახანგრძლივე გუნდთან კონტრაქტი, მილანის ხელმძღვანელობას უნდა დაუსვათ. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, თუმცა შემდეგ მათ სხვა არჩევანი გააკეთეს, მე კი ვიცოდი, რომ ლაციოში გადასვლის დრო იყო.

„ბიანკოჩელესტის მაისურის ტარება ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ და ბედნიერი ვარ, რომ ახლა ამ გუნდთან ერთად ამბიციური მიზნებისთვის ვიბრძვი.

„სარი ? ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც მე ოდესმე მიმუშავია. ჩვენ მაურიციოს ფეხბურთთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა, თუმცა ჩვენ სულ უფრო ვუმატებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია.“