რომას 2 პრიორიტეტი შეტევის გასაძლიერებლად…
ტემი აბრაჰამის ტრავმის შემდეგ, რომელმაც სეზონის ბოლო მატჩში ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მინიმუმ 6-7 თვე გაუცდება, რომას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფორვარდის გაფორმება მოუწევს.
რომაული გამოცემა Il Messaggero-ს ინფორმაციით, რომაელებს ორი პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავთ.
წყაროს ცნობით, მოურინიოს გუნდში პსჟ-ს ფორვარდის მაურო იკარდის ხილვა სურს, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით გალათასარაიში ჩაატარა და 26 მატჩში თავი 23 გოლით, ასევე 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მეორე სპეციას ანგოლელი შემტევი მ’ბალა ნძოლა გახლავთ, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.