Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას დიბალა და სანჩესი დაუბრუდნენ

პაულო დიბალა და რენატუ სანჩესი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და ორივე ფეხბურთელი მომდევნო ტურისთვის მზად იქნება.

ინტერთან მარცხის შემდეგ, ჯალოროსი ლეჩესთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება და ლაზარეთიდან დაბრუნებული ფეხბურთელები მოურინიოსთვის ორმაგად მნიშვნელოვანია.

ჯერჯერობით უცნობია კრის სმოლინგის სიტუაცია, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშს განაგრძობს და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.