Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას ევერტონის ფორვარდი შესთავაზეს…

რომა ახალი ფორვარდის ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ჯალოროსის ევერტონის ფორვარდი დომინიკ კალვერტ-ლევინი შესთავაზეს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომას პრიორიტეტი ამ მომენტისთვის კვლავ ჯანლუკა სკამაკა და ალვარო მორატა არიან, თუმცა მწირი ფინანსების გამო ევერტონის ფორვარდი შესაძლოა ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად იქცეს.

წყაროს ცნობით, ინგლისელები 26 წლის ფორვარდის იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან, მისი შემდგომში 12-13 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.