Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას კაპიტანი უბრუნდება

რომას ლაზარეთიდან გუნდის კაპიტანი ლორენცო პელეგრინი უბრუნდება.

ჯალოროსი სერია ა-ს მომდევნო ტურში უდინეზეს უმასპინძლებს და იტალიური მედიის ინფომაციით, აღნიშნულ შეხვედრაში ლორენცო პელეგრინი ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში იქნება.

პელეგრინის კუნთის პრობლემების გამო ბოლო 7 მატჩი გაუცდა, მაგრამ 27 წლსი ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და დიდი ალბათობით უდინეზესთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.