Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომას კუმბულა უბრუნდება

რომას ლაზარეთიდან ტრავმირებული მარაშ კუმბულა უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

23 წლის ალბანელმა ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი იოგები მიმდინარე წლის აპრილში დაიზიანა და მას შემდეგ 27 შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

Il Tempo-ს ცნობით, სამედიცინო შტაბმა კუმბულას ვარჯიშის დაწყების უფლება მისცა და ის ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში უახლოეს კვირებში დაბრუნდება.