რომას, ლაციოსა და სალერნიტანას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო…
იტალიური წყაროების ცნობით, იტალიურმა ფინანსურმა პოლიციამ რომას, ლაციოს და სალერნიტანას ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.
გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, გამოძიება გუნდების წინააღმდეგ 2017-21 წლებში განხორციელებულ ტრანსფერებზე და კაპიტალის ხელოვნურად შესაძლო ზრდაზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ Plusvalenza-ს გამო მიმდინარე სეზონში იუვენტუსს 15 ქულა უკვე დააკლეს, რომელიც ტურინულმა გრანდმა გაასაჩივრა და საბოლოო ვერდიქტს CONI-ს სასამართლო 19 აპრილს გაასაჯაროვებს.