რომას მორატას ტრანსფერში კონკურენტები აღარ ჰყავს
იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას ალვარო მორატას ტრანსფერში კონკურენტები აღარ ჰყავს.
ალფრედო პედულას ინფორმაციით, მილანი ნოა ოკაფორის გაფორმების შემდეგ ფორვარდის დამატებას აღარ გეგმავს, ინტერი კი თავის მხრივ ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ მოთხოვნილი 21 მილიონის გადახდას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, რომას მორატასგან ტრანსფერზე მწვანე შუქი უკვე მიღებული აქვს, მაგრამ ჯალოროსის ფეხბურთელის გასაფორმებლად გამოსასყიდი თანხის – 21 მილიონის გადახდა მოუწევს.