Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომასთან მარცხის შემდეგ, პიოლის მომავალთან დაკავშირებით საუბრები კვლავ აქტუალური გახდა

Sky Sport-ის ინფორამციით, მილანის მფლობელი ჯერი კარდინალე, რომელიც რომასთან მატჩს სან სიროზე ესწრებოდა, ჯალოროსისთან მარცხის გამო უკმაყოფილო დარჩა და სტადიონი გაბრაზებულმა დატოვა.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის გუნდიდან სტეფანო პიოლის წასვლა არ განიხილება, თუმცა თუ მილანმა ევროპა ლიგაზე სიტუაცია არ შემოატრიალა და რომას ბარიერის გაძლევა ვერ შეძლო, სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.

გამოცემის ინფორმაციით, პიოლის თაობაზე გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს და ევროპა ლიგაზე ნაჩვენები შედეგი სტეფანოს გუნდში დარჩენის საკითხში ძალიან დიდ გავლენას იქონიებს.