რომაული გუნდები ატალანტას მცველისთვის იბრძოლებენ
რომაული გამოცემა Il Messaggero-ს ცნობით, რომა და ლაციო ატალანტას მცველის მიტჩელ ბაკერის ტრანსფერით ინტერესდებიან.
23 წლის მცველი ლა დეას რიგებს სეზონის სტარტზე შეუერთდა, თუმცა ჯან პიერო გასპერინის გული ვერ მოიგო და მას სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა.
წყაროს ინფორმაციით, რომა და ლაციო იანვარში 23 წლის ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდებიან, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.