Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Ronaldo VS Lukaku: რომელი უფრო მნიშვნელოვანია თავისი გუნდისთვის ?

დღეს იტალიურ დერბიში ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ და რომელუ ლუკაკუ დაუპირისპირდებიან, ფეხბურთელები, რომლებიც Capocannoniere-ს ტიტულისთვის იბრძვიან.

რონალდუს (16) და ლუკაკუს (14) ერთად 30 გოლი აქვთ გატანილი. ბელგიელი ფორვარდის ინტერმა პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 2 – 1 დათმო, თუმცა იმ შეხვედრაში რომელუ მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო ვერ იღებდა.

კრიშტიანუ რონალდუს ერთი გოლის გასატანად მოედანზე საშუალოდ 90.7 წუთი სჭირდება, ლუკაკუს კი 107.5.

რონალდუს მიმდინარე სეზონში 7 გადამწყვეტი გოლი დაუგროვდა, ლუკაკუს ანგარიშზე კი ასეთი ხუთია.

რონალდუ
გოლები: 16
მატჩები: 17
წუთები: 1452
საშუალო წუთები გოლის გასატანად: 90.7
გადამწყვეტი გოლები: 7
მოპოვებული ქულები: 8

ლუკაკუ
გოლები: 14
მატჩები: 20
წუთები: 1505
საშუალო წუთები გოლის გასატანად: 107.5                 
გადამწყვეტი გოლები: 5
მოპოვებული ქულები: 8