Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომაული დერბი გნონტოს გასაფორმებლად

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლიდსის იტალიელი ფეხბურთელი უილფრედ გნონტო იანვარში გუნდის დატოვებას გეგმავს და მას უკვე მსურველების სია უდგას.

TeamTalk-ის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ევერტონი იჩენს, თუმცა მათ კონკურენციას ლაციო და რომა გაუწევენ.

წყაროს ცნობით, ნებისმიერ მსურველს გნონტოს სანაცვლოდ დაახლოებით 15-20 მილიონის გადახდა მოუწევს.