Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

როველა:“ ლაციოში უბედნიერესი ვარ, აქ დიდი ხანი დარჩენა და ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს“

ლაციოს ნახევარმცველმა ნიკოლო როველამ არწივების რიგებში გატარებულ თვეებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ლაციოში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, აქ ყველაფერი შესანიშნავია. ჩვენ ახლახანს გვქონდა დერბი, რომელიც იტალიაში ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირებაა. ატმოსფერო, ქორეოგრაფია ქომაგების მხრიდან და დაძაბულობა, რომელიც ქალაქში იგრძნობა, ეს ყველაფერი შეუდარებელია.

„ურთიერთობა მწვრთნელთან ? მაურიციოსთან ხშირად ვსაუბრობ, ის მე საჭირო რჩევებს მაძლევს, რომლებიც განვითარებაში მეხმარება.

„ლაციოს ბევრი ახალწვეული ჰყავს, რომლებიც ადაპტაციას ნელ-ნელა გადიან და ვფიქრობ, რო მჩვენ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც ყველას ძალიან მალე ვაჩვენებთ.

„ჩემპიონთა ლიგა ? ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და იმედი მაქვს, რომ ლაციოს მაისურის ამ ტურნირზე ბევრ შეხვედრას ჩავატარებ და ერთად წარმატებასაც მივაღწევთ.

„ლაციოში ტრანსფერი ? მე ამ თემაზე პირველად ლუკა პელეგრინისთან ვისაუბრე, შემდეგ კი სარიმ პირადად დამირეკა და ამის შემდეგ ლაციოში გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე.“