როველა ტრავმის გამო 15 დღეს იუქმებს
იუვენტუსის ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკოლო როველა ტრავმირებულია და ის გუნდის განკარგულებაში 15 დღეში დაბრუნდება.
როველა, რომელიც გუნდთან ერთად ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა, იტალიაში დაბრუნდა და დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა დაუდასტურდა, რომელიც საბედნიეროდ სერიოზული არ არის და ის სეზონის სტარტისთვის მზად უნდა იყოს.