Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუისის იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გამოირიცხა…

იუვენტუსი პსჟ-ს ნახევარმცველის ფაბიან რუისის ტრანსფერით ინტერესდება, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ გუნდებმა იანვარში საერთო ენის გამონახვა შეძლონ.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს ესპანელი ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, პარიზელები კი 27 წლის ფეხბურთელის არენდით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, თუ მისი სეზონის ბოლოს 30 მილიონ ევროდ  გამოსყიდვა სავალდებულო იქნება, რაც ბიანკონერის არ აკმაყოფილებს.

რუისის ალტერნატივებად იუვე კალვინ ფილიპსს, ლაზარ სამარჯიჩს, პიერ-ემილ ჰოიბერგსა და ატლეტიკოს როდრიგო დე პოლს მოიაზრებს, რომელიც მაქს ალეგრის ფავორიტი კანდიდატი გახლავთ.