საბატინი:“ ლუის ენრიკე ნაპოლისთვის შესანიშნავი ვარიანტია“
ნაპოლი ლუჩიანო სპალეტის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და მათი პრიორიტეტული ვარიანტი ლუის ენრიკე გახლავთ.
ამ თემაზე კომენტარი რომას ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ გააკეთა, რომელმაც ჯალოროსის რიგებში როგორც სპალეტისთან, ასევე ლუის ენრიკესთან ერთად იმუშავა.
„ვფიქრობ, რომ ლუჩიანო სპალეტის შეცვლა ლუის ენრიკეთი ნაპოლისთვის იდეალური არჩევანია, რადგან მათი ფეხბურთი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ლუჩიანო მეტად ვერტიკალურ თამაშს ანიჭებს უპირატესობას, ენრიკე კი აქცენტს მეტად დრიბლინგზე აკეთებს, თუმცა საერთო ჯამში ფეხბურთელებს ესპანელთან ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეთ.
„ენრიკემ კარგად იცის, თუ როგორ იმუშაოს გასახდელში და იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის, ის შესანიშნავი არჩევანია.“