Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ ინტერმა დამსახურებულად გაიმარჯვა, მილანს აგრესია და ორგანიზებულობა აკლდა…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ მილანური დერბი შეაფასა.

„მილანურ დერბიში მოედანზე ერთი გუნდი თამაშობდა, რომელმაც ხარისხისა და კონცენტრაციის დემონსტრირება მოახდინა, მეორე გუნდს კი არანაირი აგრესია, ორგანიზებულობა, კონცენტრაცია და მოტივაცია არ ეტყობოდა.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ მილანის ფეხბურთელებს არანაირი გეგმა არ ჰქონდათ, როსონერისგან ასეთი თამაში ინტერის წინააღმდეგ მიუღებელი და დაუშვებელია.

„ინტერმა ყველაფერი ძალიან მარტივად გააკეთა, მათი ყველა შეტევა სახიფათო მომენტით მთავრდებოდა და ნერაძურიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს გამოკვეთილი ფავორიტია.“