საკი:“ ლეაუს სწორედ ამიტომ ვაკრიტიკებ…“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ პსჟ-სთან მილანის გამარჯვება შეაფასა.
„ეს მილანისთვის დასამახსოვრებელი მატჩი იყო, ნამდვილი შედევრი, რომელიც კედელზე უნდა ჩამოკიდო და დატკბე.
„როსონერი პირველ ტაიმში არც თუ ისე კარგი იყო, პიოლის ბიჭები მბაპესა და დემბელეს წინააღმდეგ ერთი-ერთზე სიტუაციებს ქმნიდნენ, რის გამოც ფრანგებს არაერთი საგოლე გადაცემის შექმნის საშუალება მიეცათ, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდი გაცილებით ორგანიზებული იყო და პსჟ-ს დიდებული შეტევის პოტენციალმაც იკლო.
„გამოსარჩევია ლოფტუს-ჩიკის თამაში, რომლის ფიზიკამ ცენტრალურ ზონაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, მისი სისწრაფე კი მილანის კონტრ-შეტევების დროს მნიშვნელოვანი იყო. როსონერის თითოეული ფეხბურთელი მოედანზე საბრძოლველად გავიდა, ისინი თავგანწირვით თამაშობდნენ, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც.
„ლეაუ ? მას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რატომ ვაკრიტიკებ რაფას. მას აქვს ხარისხი, რომ მოედანზე იყოს გადამწყვეტი და შექმნას სხვაობა, მაგრამ ის ხშირად უბრალოდ საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავს, რაც ძალიან მაბრაზებს.
„პსჟ-სთან მატჩში მან არც დაცვაში თამაშზე თქვა უარი და შეტევაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა, რამაც მთლიანად გუნდს თავდაჯერებულბოა შესძინა.“