საკი:“ სპალეტი იტალიისთვის იდეალური კანდიდატია“
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი აძურის რიგებში ლუჩიანო სპალეტის მისვლას გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, რომ ლუჩიანო სპალეტი ნაკრებისთვის შესანიშნავი კანდიდატია. მან ნაპოლისთან ერთად ახლახანს სკუდეტო მოიგო და ეს შესანიშნავი ფეხბურთის ფონზე გააკეთა.
„მან მიაღწია წარმოუდგენელ სიმაღლეებს გუნდით, რომელსაც იუვენტუსის, ინტერისა და მილანის მსგავსი ტრადიციები და ისტორია არ აქვს, გარემოში, სადაც მუშაობა მარტივი არავისთვის არის.
„ლუჩანომ ნაპოლიში ითავისი ტექნიკური შესაძლებლობები, კრიზისის მართვის უნარი და ამბიციურობა კარგად წარმოაჩინა, მე მას ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ.
„სპალეტის ნაკრებში გარკვეული სირთულეები ელოდება, ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ მჯერა, რომ ის ყველა წინაღობას გადალახავს და იტალიის ნაკრებს როგორც შედეგიან, ასევე ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს.“