Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ იუვე-ინტერის მატჩი ბევრ კითხვას გაცემს პასუხს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ მოახლოებული Derby d’Italia შეაფასა.

„ეს როგორც ინტერისთვის, ასევე იუვენტუსისთვის პირველი რეალური გამოცდა იქნება. მართალია ორივე გუნდს რთული მეტოქეების წინააღმდეგ თამაში უკვე მოუწია, თუმცა პირდაპირ კონკურენტთან დაპირისპირება სიტუაციის რეალურად დანახვის საშუალებას მოგვცემს.

„უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ორივე გუნდი ნაკრებებში ბევრ ფეხბურთელს გააგზავნიან და არავინ იცის, როგორ ფორმაში დაუბრუნდებიან ისინი გუნდებს.

„როგორ მატჩს ველოდები ? იუვენტუსი თავის მახასიათებელ ფეხბურთს ითამაშებს, გუნდი მეტ ყურადღებას დაცვას მიაქცევს და შანსების შექმნას კონტრ-შეტევებით ეცდება, ინტერი კი მოედანზე დომინანტი იქნება.

„იუვემ რთული პერიოდი გამოიარა და ახლა გუნდი ორმაგად მოტივირებულია, მათ სურთ, რომ ძველებურ დონეს დაუბრუნდნენ და ტიტულისთვის იბრძოლონ. ალეგრის გუნდს, რომელსაც ევროპული ტურნირები არ აქვს, სერია ა-ს მატჩებისთვის მოსამზადებლად 1 კვირა აქვს, რაც დიდი უპირატესობაა.

„ალეგრი კარგი ტაქტიკოსია, მაგრამ მისი ფეხბურთი სანახობრივი ნამდვილად არ არის, რაც სამწუხაროა, რადგან იუვენტუსს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც გაცილებით პროდუქტიულები იქნებოდნენ, მათ ბურთი უფრო ხშირად რომ ქონდეთ.

„ინტერის მთავარი მისია იუვენტუსის კონტრ-შეტევების თავიდან არიდება იქნება, მათ ამისთვის აგრესიული პრესინგი უნდა გამოიყენონ, რაც მარტივი არ არის და დიდ კონცენტრაციას მოითხოვს.“