Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალერნიტანას დია უბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, სალერნიტანას ფორვარდი ბულაიე დია სალერნოელების განკარგულებაში ბრუნდება.

26 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა, თუმცა სალერნიტანამ შესაბამისი წინადადება არ მიიღო, ამიტომ ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა, რამაც დიას უკმაყოფილება გამოიწვია და ის ვარჯიშზე უარს ამბობდა.

SportItalia-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის კონფლიქტი მოგვარებულია, დიას გარკვეული ფინანსური ჯარიმის გადახდა მოუწევს, თუმცა ის ხვალიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება და მომდევნო ტურიდან სალერნიტანას განაცხადში დაბრუნდება.