სალერნიტანას ფორვარდისთვის იუვე, ინტერი და მილანი იბრძოლებენ
სალერნიტანას ფორვარდს ბულაიე დიას სერია ა-ში გამორჩეული სეზონი აქვს, რაც იტალიურ გრანდებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.
26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რის გამოც მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
ფეხბურთელი ვილიარეალის საკუთრებაშია, თუმცა სალერნოელებს მისი 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლება აქვთ, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ და შემდგომში მის დაახლოებით 20 მილიონად გაყიდვას ეცდებიან.
Corriere dello Sport-ის ცნობით, დიას მიმართ სერიოზულ ინტერესს მილანი, იუვე და ინტერი იჩენენ, რომლებსაც მოთხოვნილი 20 მილიონის გადახდა არ გაუჭირდებათ.