Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალერნიტანას კიდევ ერთი ფეხბურთელი ლაციოს სატრანსფერო სიაში

ლაციო სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და სალერნიტანას ფორვარდის ბულაიე დიას შემდეგ, არწივები სალერნოელთა კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდებიან.

Il Tempo-ს ცნობით, ამჯერად ბიანკოჩელესტის სიაში 20 წლის ვინგერი ლუმ ჩაოუნა გამოჩნდა.

20 წლის ფეხბურთელი, რომელიც ფელიპე ანდერსონის შემცვლელად მოიაზრება, სალერნიტანას რენიდან მიმდინარე სეზონის სტარტზე 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და თავი 5 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სალერნიტანა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 6-7 მილიონ ევროს ითხოვს.