Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სამარჯიჩის მამამ ინტერში ჩაშლილ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

უდინეზეს ნახევარმცველის ლაზარ სამარჯიჩის მამამ ინტერში ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა.

„რატომ ჩაიშალა ინტერში ტრანსფერი ? გუნდმა შეცდომა დაუშვა, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ადამიანთან, რომელსაც ჩემი შვილის ინტერესების დაცვის უფლება არ ჰქონდა.

„ნერაძურიმ შეთანხმება რაფაელა პიმენტასთან მიაღწია, მაგრამ მე ახლაც არ ვიცი, საიდან გაჩნდა ის მოლაპარაკებებში, რადგან ის ცხოვრებაში ერთხელ მყავს ნანახი. როდესაც ინტერისგან კონტრაქტი მივიღეთ, პიმენტა ლაზარის წარმომადგენლად იყო მოხსენიებული და ჩვენ ამის შეცვლა ვითხოვეთ, მაგრამ ინტერმა, რომელსაც პიმენტასთან შეთანხმება მიღწეული ჰქონდა, მოლაპარაკებების ახლიდან დაწყება აღარ ისურვა.

„ჩემი შვილის ინტერში ტრანსფერისთვის ყველაფერი იყო, უდინეზეს მისი გაყიდვა სურდა, ინტერს კი გაფორმება, თუმცა ამ გაუგებარი შეცდომის გამო ყველაფერი ჩაიშალა.“